
ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲛ ᲗᲣᲠᲥᲣᲚ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲐᲖᲔ ᲐᲛᲔᲓᲡᲞᲝᲠᲘ ᲓᲐᲐᲛᲐᲠᲪᲮᲐ
დინამო ბათუმმა საზაფხულო შეკრების ფარგლებში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე თურქეთის სუპერლიგაში ახლად აღზევებული ამედსპორი გახლდათ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ბათუმელთა…
დინამო ბათუმმა საზაფხულო შეკრების ფარგლებში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე თურქეთის სუპერლიგაში ახლად აღზევებული ამედსპორი გახლდათ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ბათუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.
ანგარიში მალევე გაიხსნა - მე-6 წუთზე თორნიკე კირკიტაძის ფლანგური გარღვევა ზუსტი დარტყმით უერდი მარამ დაასრულა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ჩვენი მეკარის, მათე თურმანიძის საიმედო თამაში, რომელმაც გუნდი რამდენიმე აშკარა გოლისგან იხსნა.
დინამომ უპირატესობა 67-ე წუთზე განიმტკიცა: კალანდარიშვილის, ჯაფარიძისა და ვიტორის შესანიშნავი კომბინაცია მაურიდესმა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო ბათუმი 2-0 ამედსპორი
ერზრუმი, თურქეთი
პირველი ტაიმი: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), კარლსონი, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, ფუტკარაძე, მარა, კირკიტაძე, კოხრეიძე, მანდრიჩენკო.
მეორე ტაიმი: თურმანიძე, ტურიცოვი, ქაფიანიძე (კ), გეთიაშვილი, კალანდარიშვილი, ეშეთე, ალთუნაშვილი, ჯაფარიძე, ბარამიძე, ვიტორი, მაურიდესი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გოლები: 1:0 მარა (6'), 2:0 მაურიდესი (67')
თურქულ შეკრებაზე მომდევნო ამხანაგურ მატჩს დინამო ბათუმი კვლავ თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენლის, რიზესპორის წინააღმდეგ, 15 ივლისს გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


