დინამო ბათუმი 2-2 გაგრა | XX ტური

ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო შედეგი მატჩის ბოლო წუთებზე გადაწყდა.

მე-12 წუთზე ჩვენი მხრიდან ანგარიში თორნიკე კირკიტაძის გადაცემით დმიტრი მანდრიჩენკომ გახსნა, თუმცა მე-17 წუთზე ვიკტორ ბლიზნიჩენკომ წონასწორობა აღადგინა. 29-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა შეტევების გაძლიერება შეძლეს, რითაც ისარგებლეს და 85-ე წუთზე ვანდერსონ სილვამ წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად გამარჯვების მოპოვების მცდელობისა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მიმოხილვა [მიმოხილვა]

დინამო ბათუმი 2-2 გაგრა

ბათუმი, ბათუმი არენა

დინამო ბათუმი: ყალიჩავა, ტურიცოვი (46' ჩიტეიშვილი), კობახიძე (კ), კარლსონი, ლაკვეხელიანი (59' ქაფიანიძე), ალთუნაშვილი (64' ჯაფარიძე), ეშეტე (59' იმრანი), კირკიტაძე, მარა, მანდრიჩენკო (59' მაურიდესი), წულუკიძე

სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, გეთიაშვილი, კოხრეიძე, ბარამიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაგრა: ვორობეი, ჭავჭანიძე, არსიჩი, კლაუდინეი (78' ადეიეიე), სკრიპნიკი (56' კეკელიძე), ცინცაძე, ბლიზნიჩენკო, ზოიძე (46' გურჩიანი), ვანდერსონ სილვა, გოშთელიანი (56' ხაჩიძე), ანდრეიჩუკი (71' მუჯირი)

სათადარიგო შემადგენლობა: ტიმჩენკო, ჩოჩია, ნაზაროვი, სადღობელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ჟელკო ლიუბენოვიჩი

მსაჯები: აკაკი ფარჯიკია, დავით ახვლედიანი, დავით გაბისონია, ირაკლი ხერხაძე, ბაკურ ნინუა, ირაკლი კაკაბაძე

ყვითელი ბარათი: 17’ ბლიზნიჩენკო

გოლები: 1-0 მანდრიჩენკო (12'), 2-0 წულუკიძე (29’), 2-1 ჭავჭანიძე (68’), 2-2 ვანდერსონ სილვა (85')

ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩს დინამო ბათუმი სტუმრად, 16 აგვისტოს, წყალტუბოში, სამგურალის წინააღმდეგ გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet