დინამო ბათუმმა საზაფხულო შეკრება ამედსპორთან მატჩით დაასრულა

ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲛᲐ ᲡᲐᲖᲐᲤᲮᲣᲚᲝ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲐ ᲐᲛᲔᲓᲡᲞᲝᲠᲗᲐᲜ ᲛᲐᲢᲩᲘᲗ ᲓᲐᲐᲡᲠᲣᲚᲐ

საზაფხულო შეკრების დასკვნით მატჩში დინამო ბათუმი კვლავ ამედსპორს დაუპირისპირდა. შეხვედრა ამჯერად თურქეთის სუპერლიგის დებიუტანტის გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართულ პირველ…


საზაფხულო შეკრების დასკვნით მატჩში დინამო ბათუმი კვლავ ამედსპორს დაუპირისპირდა. შეხვედრა ამჯერად თურქეთის სუპერლიგის დებიუტანტის გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართულ პირველ ამხანაგურ თამაშში ანალოგიური ანგარიშით ბათუმელებმა იმარჯვეს.

ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა: ჩაწოდების შემდეგ შოტლანდიელმა დევიდ ბეითსმა შორეული ძელი ჩაკეტა და ბურთი ფაქტობრივად ცარიელ კარში გადაგზავნა. მეტოქემ მეორე გოლის გატანაც მალევე მოახერხა - 39-ე წუთზე ფურკან სოიალფმა ეფექტური შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დინამო ბათუმი 0-2 ამედსპორი

ერზრუმი

ძირითადი შემადგენლობა: ყალიჩავა, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), კარლსონი, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, ჯაფარიძე, ვიტორი, კოხრეიძე, წულუკიძე, მანდრიჩენკო.

სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, გეთიაშვილი, ტურიცოვი, კალანდარიშვილი, ალთუნაშვილი, ეთეშე, ხოზრევანიძე, ბარამიძე, მაურიდესი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.

გოლები: 0:1 ბეითსი (34’), 0:2 სოიალფი (39’).

ამ შეხვედრით დინამო ბათუმმა თურქეთის ქალაქ ერზრუმში საზაფხულო შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. გუნდი სამი დღე დაისვენებს, სეზონის განახლებისთვის მზადებას კი 20 ივლისიდან ბათუმში განაგრძობს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet