ამხანაგური | დინამო ბათუმი 0-3 რიზესპორი

ᲐᲛᲮᲐᲜᲐᲒᲣᲠᲘ | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 0-3 ᲠᲘᲖᲔᲡᲞᲝᲠᲘ

საზაფხულო შეკრებაზე დინამო ბათუმმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, ჩვენი გუნდის მეტოქე თურქეთის სუპერლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რიზესპორი გახლდათ. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და რიზელთა…


საზაფხულო შეკრებაზე დინამო ბათუმმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, ჩვენი გუნდის მეტოქე თურქეთის სუპერლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რიზესპორი გახლდათ.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და რიზელთა გამარჯვებით - 3:0 დასრულდა. მატჩში ანგარიში 32-ე წუთზე ალთინ ზექირიმ გახსნა, რასაც მალევე ჩვენს კარში მეორე გოლიც მოჰყვა - 39-ე წუთზე თავი ზაქარია არისმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმი უცვლელი სცენარით გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, გატანა კვლავ რიზესპორმა შეძლო: 74-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა დალ ვარესანოვიჩმა შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დინამო ბათუმი 0-3 რიზესპორი

ერზრუმი

ძირითადი შემადგენლობა: კუპატაძე, ტურიცოვი, ქაფიანიძე (კ), კარლსონი, კალანდარიშვილი, ჯაფარიძე, ალთუნაშვილი, კირკიტაძე, მარა, ვიტორი, მაურიდესი

სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, კობახიძე, გეთიაშვილი, ლაკვეხელიანი, ჩიტეიშვილი, მილჩენკო, კოხრეიძე, წულუკიძე, მანდრიჩენკო, ბარამიძე, ხოზრევანიძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 0:1 ზექირი (32’), 0:2 არისი (39’), 0:3 ვარესანოვიჩი (74’)

საზაფხულო შეკრების დასკვნით შეხვედრას დინამო ბათუმი 16 ივლისს, ამედსპორის წინააღმდეგ გამართავს. ამის შემდეგ გუნდი ბათუმში დაბრუნდება და 20 ივლისიდან სეზონის განახლებისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet