
V ᲢᲣᲠᲘ - ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲔᲚᲔᲑᲛᲐ ᲡᲢᲣᲛᲠᲐᲓ ᲕᲘᲢ ᲯᲝᲠᲯᲘᲐ ᲓᲐᲐᲛᲐᲠᲪᲮᲔᲡ
30 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "ვიტ ჯორჯია" 0:1 დაამარცხა. თანაბარ თამაშში გამარჯვების მომტანი გოლი სტუმრებმა გაიტანეს - 72-ე წუთზე რამოსმა მელიავას პასი მიიღო, გეთიაშვილს დაასწრო და…
30 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "ვიტ ჯორჯია" 0:1 დაამარცხა. თანაბარ თამაშში გამარჯვების მომტანი გოლი სტუმრებმა გაიტანეს - 72-ე წუთზე რამოსმა მელიავას პასი მიიღო, გეთიაშვილს დაასწრო და ბურთს შეროზიას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.დარჩენილ დროში "ვიტ ჯორჯია" ბევრს უტევდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და დამარცხდა. ამ მოგების შემდეგ ბათუმის "დინამომ" 9 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადავიდა, "ვიტ ჯორჯია" კი 5 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: გაბრიელ რამოსი (72)
გაძევება: გიული მანჯგალაძე (90+4)
ვიტ ჯორჯია (3-5-2): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ნოდარ კიკნაველიძე, დავით საჯაია, ცოტნე მოსიაშვილი (ვანო კურდღელაშვილი 78), გიორგი ვასაძე, ნიკოლოზ მაისურაძე (გიორგი ლაცაბიძე 81), კახაბერ კაკაშვილი, პაატა ღუდუშაური, დავით მუჯირი (ზურაბ მუსელიანი 46)
მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი
დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, გიული მანჯგალაძე, გიორგი ჯანელიძე (კ), გაბრიელ რამოსი (რომან ჭანტურია 86), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 71), ჯოვინო ფლამარიონი (ვალერიან თევდორაძე 58)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


