
ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡᲘ ᲡᲐᲑᲭᲝᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲛ ᲑᲠᲐᲖᲘᲚᲘᲔᲚ ᲡᲢᲣᲛᲠᲔᲑᲡ ᲣᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲐ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა 28 მაისს ბრაზილიელ სტუმრებს უმასპინძლეს. საფეხბურთო კლუბ „კორიტიბას“ და ბათუმის…
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა 28 მაისს ბრაზილიელ სტუმრებს უმასპინძლეს. საფეხბურთო კლუბ „კორიტიბას“ და ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე როსტომ შერვაშიძე.
ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა და საფინანსო დირექტორმა მარსიო შუაბმა, პირველ რიგში, მადლობა გადაიხადა გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისათვის. მან საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესა და დეპუტატებს ბათუმის „დინამოსა“ და „კორიტიბას“ შორის თანამშრომლობის დეტალებზე მიაწოდა ინფორმაცია. სტუმრის განცხადებით, საწყის ეტაპზე დაგეგმილია ფეხბურთელთა და მწვრთნელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელება, პერსპექტიული ბათუმელი სპორტსმენების სტაჟირება ბრაზილიაში. სამომავლო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ბათუმში ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დაარსებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, არის სხვა პროექტებიც, რომელთა რეალიზებაც სასიკეთოდ წაადგება ბათუმურ კლუბსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთს.
ერთსაათიანი შეხვედრის მონაწილეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს, ბრაზილიელმა და ქართველმა ფეხბურთელებმა საკანონმდებლო ორგანოში ტრადიციულად ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთიც დატოვეს.
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, აჭარის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ავთანდილ ბერიძემ ბრაზილიელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ქართული ფეხბურთის წინსვლისაკენ მიმართული ძალზე მნიშვნელოვანი წამოწყებისათვის. იგი სპორტსმენებს მხარდაჭერასა და თანადგომას დაჰპირდა
{source}
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/wVS_7m2tWiU" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
{/source}

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


