დინამო ბათუმი

ᲣᲛᲐᲦᲚᲔᲡᲘ ᲚᲘᲒᲘᲡ XXV ᲢᲣᲠᲘ: ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ "ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲛ" ᲚᲐᲜᲩᲮᲣᲗᲘᲡ "ᲒᲣᲠᲘᲐᲡ" ᲛᲝᲣᲒᲝ

25 აპრილს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXV ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბათუმის "დინამომ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ქობულეთში, "ჩელე…

25 აპრილს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXV ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბათუმის "დინამომ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ანგარიში გიორგი ბერიაშვილმა უკვე მე-16 წუთზე გახსნა. მანვე პირველ ტაიმში დუბლიც (36) შეასრულა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გურულებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს - 82-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ჯემალ გოგიაშვილმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ბათუმის "დინამომ", რომლის აქტივში 48 ქულაა, სატურნირო ცხრილში თბილისის "დინამოს" გადაასწრო და მეორე ადგილზეა. ცხრილს 51 ქულით გორის "დილა" ლიდერობს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet