
ᲣᲘᲦᲑᲚᲝ ᲙᲕᲘᲠᲐ
18 და 19 სექტემბერს ჭაბუკთა და რეგიონალლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. სამწუხაროდ, განვლილი ტური წარუმატებელი გამოდგა ჩვენი გუნდებისთვის. ჭაბუკთა ლიგაზე ახალგაზრდა დინამოელები ფოთის კოლხეთს სტუმრობდნენ,…
18 და 19 სექტემბერს ჭაბუკთა და რეგიონალლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. სამწუხაროდ, განვლილი ტური წარუმატებელი გამოდგა ჩვენი გუნდებისთვის.
ჭაბუკთა ლიგაზე ახალგაზრდა დინამოელები ფოთის კოლხეთს სტუმრობდნენ, 15-წლამდელები 0:1, ხოლო 17-წლამდელები 0:2 დამარცხდნენ (საწყის სამ ტურში - სამი მარცხი). ვიიმედოვნებთ, რომ მომდევნო ტურიდან ძალებს მოიკრებენ ჩვენი ახალგაზრდები და უიღბლო სერიას დაასრულებენ.
მეორე ლიგაში კი დინამო-2 ქობულეთში ხულოს ხიხანთან დამარცხდა, არა და ყველაფერი სათავისოდ შეეძლოთ დაესრულებინათ. ქუთელიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ბექა ვარშანიძემ ააცილა კარს. ანგარიშს გახსნის კარგი შანსი ამჯერად მეკარესთან პირისპი დარჩენილმა ქუთელიამ ვერ გამოიყენა. შეხვედრის დასასრულს კი დინამოელები დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომის გამო დაისაჯნენ 0:1.
დინამო-2 : შოვნაძე - ზაქარაძე, მგელაძე, ბაღდავაძე, ზოიძე - მუჯირი, ვარშანიძე, მამულაძე (თავდგირიძე), ქუთელია, ტროფიმოვი (ბლუაშვილი) - ჩაჩხუნაშვილი (ლორია)

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


