
ᲣᲒᲝᲚᲝ ᲤᲠᲔ ᲛᲪᲮᲔᲗᲐᲨᲘ
მე-11 და მე-12 ტურებში დინამო ბათუმმა ორი ქულა მოიპოვა, პირველ მატჩში მცხეთა პარკზე ბათუმელებმა ყველაზე უხერხულ მეტოქესთან - ვიტ ჯორჯიასთან ვერაფერი გააწყვეს. შეხვერდა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, უნდა…
მე-11 და მე-12 ტურებში დინამო ბათუმმა ორი ქულა მოიპოვა, პირველ მატჩში მცხეთა პარკზე ბათუმელებმა ყველაზე უხერხულ მეტოქესთან - ვიტ ჯორჯიასთან ვერაფერი გააწყვეს. შეხვერდა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, უნდა აღინიშნოს რომ, პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობას ბათუმელები ფლობდნენ, რამდენჯერმე მასპინძელთა კარს ფლამარიონ ჯოვინო დაემუქრა, თუმცა ბრაზილიელს დარტყმებს სიზუსტე აკლდა. მეორე ნახევარში ვეტერინარებიც გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი კი უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქონდათ, როცა კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მიმართულება ჩაკვეტაძემ შეუცვლა, რომ არა მიხეილ ალავიძის ბრწყინვალე რეაქცია გოლი გარდაუვალი იქნებოდა. საბოლოო ჯამში მცხეთა პარკზე გამართული მატჩი, გატანილი გოლების გარეშე 0-0 დარულდა. ამავე დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა გაიმართა, ფორტუნამ დინამო და ვით-ჯორჯია კიდევ ერთხელ შეახვედრა ერთმანეთს, ამ გუნდების სათასო დაპირისპირება 1/16 ფინალში შედგება, მატჩი ისევ მცხეთა პარკზე, 14 ივნისს გაიმართება.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


