
ᲗᲣᲠᲥᲣᲚᲘ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲐ 2026
ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრება დაიწყო, 21 იანვარს აჭარული კლუბი ანტალიის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ლარაში ჩავიდა და სასტუმრო Miracle-ში დაბინავდა. თურქულ შეკრებაზე დინამოს შვიდი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი,…
ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრება დაიწყო, 21 იანვარს აჭარული კლუბი ანტალიის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ლარაში ჩავიდა და სასტუმრო Miracle-ში დაბინავდა.
თურქულ შეკრებაზე დინამოს შვიდი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი, რომელთაგან ხუთი მეტოქე უკვე ცნობილია. კლუბი ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს უზრუნველყოფს.
24 იანვარი | 18:00 - დინამო ბათუმი v სლოგა დობოი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)
30 იანვარი | 18:00 - დინამო ბათუმი v სილეკსი (ჩრდ. მაკედონია)
10 თებერვალი | 18:00 - დინამო ბათუმი v ნეფთჩი ფერგანა (უზბეკეთი)
13 თებერვალი | 12:00 - დინამო ბათუმი v ოლექსანდრია (უკრაინა)
16 თებერვალი | 18:00 - დინამო ბათუმი v სოგდიანა (უზბეკეთი)
შეკრების პირველი ნაწილი 3 თებერვლამდე გაგრძელდება, შემდგომ გუნდი სამი დღით დაისვენებს, ხოლო 7 თებერვლიდან მზადებას კვლავ ანტალიის რეგიონში, სასტუმრო Kamelya-ში განაგრძობს.
გიორგი ჭიაბრიშვილი თურქულ შეკრებაზე 27 ფეხბურთელით იმყოფება:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, მათე თურმანიძე, საბა ისმაილოვი
მცველები: მამუკა კობახიძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ცხომელიძე, ზურაბ თედორაძე, ნიკოლოზ ბალაძე, რეზი ჩიტიშვილი, ბათუ მახარაძე, გიორგი გოგმაჩაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა კალანდარიშვილი
ნახევარმცველები: არტემ მილჩენკო, გიორგი ფუტკარაძე, გურამ ჯაფარიძე, გიორგი კოხრეიძე, მირიან ზოიძე, ლუკა წულუკიძე, დაჩი აბუსელიძე, ბექა ბარამიძე, ნიკა დუმბაძე, გიორგი გოგრაჭაძე, თორნიკე კირკიტაძე
თავდამსხმელები: ლევან ხოზრევანიძე, დმიტრი მანდრიჩენკო, ზურაბ თავდგირიძე
ბათუმის „დინამო“ თურქულ შეკრებას 20 თებერვალს დაასრულებს და ეროვნული ლიგის პირველი ტურისთვის მზადებას ბათუმში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სეზონის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 1 მარტს, სტუმრად თბილისის დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


