
ᲗᲔᲘᲛᲣᲠᲐᲖ ᲨᲝᲜᲘᲐ - ᲔᲡ ᲓᲦᲔ ᲐᲠᲐᲡᲝᲓᲔᲡ ᲓᲐᲛᲐᲕᲘᲬᲧᲓᲔᲑᲐ
უზბეკეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების შეხვედრის 69-ე წუთზე, ბათუმის “დინამოს” კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ სანაკრებო დებიუტი, ისტორიული გოლით აღნიშნა. დღემდე, ბათუმის "დინამოს" არც ერთ ფეხბურთელს ეროვნული…
უზბეკეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების შეხვედრის 69-ე წუთზე, ბათუმის “დინამოს” კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ სანაკრებო დებიუტი, ისტორიული გოლით აღნიშნა.
დღემდე, ბათუმის "დინამოს" არც ერთ ფეხბურთელს ეროვნული ნაკრების მაისურით, არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ მატჩში გოლი არ გაუტანია. სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნებულ დინამოელთა კაპიტანს, განვლილ მატჩებზე და ახალი სეზონისთვის მზადების პროცესზე გავესაუბრეთ.
შთაბეჭდილებები
ჩემთვის 2017 წელი ნაკრებში გამოძახებით დაიწყო. თბილისში 16 იანვარს შევიკრიბეთ და დუბაიში გასამართი შეხვედრებისთვის მზადება დავიწყეთ, 23 იანვარს კი ეროვნულ ჰიმნს, საქართველოს ნაკრების მაისურით ვუსმენდი. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ყველაფერთან ერთად ნაკრებში დებიუტი გატანილი გოლით აღვნიშნე, რომელიც ბათუმის „დინამოსთვის“ ისტორიული აღმოჩნდა.
მატჩები
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას - რთული მატჩი გამოდგა, რადგანაც მატჩის მონაწილეთა უმრავლესობას სანაკრებო დებიუტი ჰქონდა. მონდომების ხარჯზე მატჩის შემოტრიალება მოვახერხეთ, თუმცა მეტოქემ ყველა საგოლე მომენტი გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. მეორე შეხვედრაში უკეთ გამოვიყურებოდით. ვთვლი, რომ არ გაგიმართლა.
დინამო
9 თებერვალს თურქეთში გავემგზავრებით და ახალი სეზონისთვის მზადებას იქ გავაგრძელებთ. შეკრებაზე დაგეგმილი ხუთივე საკონტროლო მატჩი მომავალი სეზონისთვის მზადების პროცესში ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


