
ᲡᲞᲐᲠᲘᲜᲒᲘ ᲠᲘᲖᲔᲨᲘ
სანაკრებო შესვენებისას უკვე ტრადიციად ქცეული სპარინგი გაიმართა რიზეში, ადგილობრივ რიზესპორსა და ჩვენ კლუბს შორის. რიზელები ამ მომენტისთვის თურქულ პირველ ლიგაში ლიდერობენ და უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძვიან.…
სანაკრებო შესვენებისას უკვე ტრადიციად ქცეული სპარინგი გაიმართა რიზეში, ადგილობრივ რიზესპორსა და ჩვენ კლუბს შორის. რიზელები ამ მომენტისთვის თურქულ პირველ ლიგაში ლიდერობენ და უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძვიან. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, გია გეგუჩაძემ სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტი მოსინჯა, ასევე უშუალოდ საქმეში იხილა პოტენციური ახალწვეულები. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ტაიმი მომენტებით იყო დახუნძლული. ანგარიში რიზელებმა გახსნეს სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, მალევე ჯოვინომ გაათანაბრა მოხდენილი დარტყმით, ამის შემდეგ ჩინებული მომენტები ჰქონდათ იგივე ბრაზილიელ ლეგიონერს, აბუსელიძეს, განუგრავას... თუმცა ბოლო წამზე მასპინძლებმა ერთი შეხედვით თამაშის კონტექსტიდან ამოვარდნილი გოლი გაიტანეს და თანაბარ თამაშში გამარჯვება მოიპოვეს - 2:1
რიზესპორი - დინამო - 2:1
გოლები: 1:0 სამუდიო (58), 1:1 ფლამარიონი (75), 2:1 რობინ იალჩინი (92)
დინამო: ალავიძე, გოგიტიძე (ადამაძე 70), ჩალაძე, გაგოშიძე, ქავთარაძე (ფარტენაძე 46), ვარშანიძე (ტროფიმოვი 70), შარიქაძე (განუგრავა 46), თევდორაძე (ჯანელიძე 46), დეკანოიძე (ჯოვინო 46), ილურიძე (აბუსელიძე 46), კვარაცხელია (საბანაძე 46).
სათადარიგო: შოვნაძე

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


