
ᲡᲞᲐᲔᲠᲘ 3-3 ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ | XIV ᲢᲣᲠᲘ
21 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში დინამო ბათუმი სტუმრად სპაერს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში, ფრედ - 3-3 ითამაშა. შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა -…
21 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში დინამო ბათუმი სტუმრად სპაერს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში, ფრედ - 3-3 ითამაშა.
შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა - 39-ე წუთზე გიორგი კოხრეიძის გადაცემით გურამ ჯაფარიძემ ანგარიში გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილის პასით უერდი მარამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში სპაერმა თამაში გამოასწორა და 49-ე წუთზე სიენდა მატენჯვას გადაცემით ლაშა კოხრეიძემ ერთი გოლი გაქვითა. 69-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლევან ხოზრევანიძემ, უერდი მარას საგოლე გადაცემით ბათუმელთა უპირატესობა კვლავ ორბურთიანი გახადა, თუმცა მასპინძლები არ დანებდნენ. 80-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანის გადაცემით გიორგი ბუნტურმა გაიტანა, ხოლო 83-ე წუთზე ნიკოლოზ კენჭაძემ წონასწორობა აღადგინა და თბილისურ კლუბს მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინა.
სპაერი 3-3 დინამო ბათუმი
თბილისი, მიხეილ მესხი 2
სპაერი: ფუტკარაძე, პირტახია (57' ბასილაშვილი), გ.დ. ცეცხლაძე, ფონიავა (75' გორდეზიანი), მატენჯვა, სამხარაძე, კოხრეიძე (75' ცალუღელაშვილი), ცირდავა, კენჭაძე, გოლუბიანი, ბუნტური
სათადარიგო: ჩომახიძე, ქაჩიბაია, გრიგალაშვილი, ძნელაძე
მთავარი მწვრთნელი: ანზორ კიღურაძე
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო (46' ფუტკარაძე), მარა, კოხრეიძე (46' ხოზრევანიძე), კალანდარიშვილი, წულუკიძე (83' მანდრიჩენკო), კირკიტაძე (71' ბარამიძე), კობახიძე, ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე (57' ლაკვეხელიანი)
სათადარიგო: თურმანიძე, ბისიეშვილი, თედორაძე, აბუსელიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, დავით ახვლედიანი, დავით გაბისონია, ბაქარ ბრეგაძე, გიორგი ყრუაშვილი, ჯენერი ხორავა
გოლები: 0-1 ჯაფარიძე (39'), 0-2 მარა (45'), 1-2 ლ. კოხრეიძე (49'), 1-3 ხოზრევანიძე (69'), 2-3 ბუნტური (80'), 3-3 კენჭაძე (83')
მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე, 25 მაისს, რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


