
ᲨᲝᲜᲘᲐᲡ ᲡᲐᲛᲥᲣᲚᲘᲐᲜᲘ ᲒᲐᲡᲠᲝᲚᲐ
ბადრი ტეტუნაშვილის გადაცემა და თეიმურაზ შონიას ულამაზესი გოლი - დინამოელი ნახევარმცველის უზადოდ შესრულებული დარტყმა ბათუმელთა გამარჯვებისთის საკმარისი აღმოჩნდა. ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ 1 -…
ბადრი ტეტუნაშვილის გადაცემა და თეიმურაზ შონიას ულამაზესი გოლი - დინამოელი ნახევარმცველის უზადოდ შესრულებული დარტყმა ბათუმელთა გამარჯვებისთის საკმარისი აღმოჩნდა. ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ 1 - 0 დაამარცხა.
თეიმურაზ შონია:
- ვიცოდით რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა და დაძაბული მატჩი იქნებოდა, ყველას გააზრებული გვქონდა ამ მატჩის მნიშვნელობა და სათანადოდ მოვემზადეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ.
- რაც შეეხება გოლის ეპიზოდს.
- ტეტუნაშვილისგან მივიღე გადაცემა საჯარიმოსთან და ეგრევე იმ კუთხეში დავარტყი სადაც სიცარიელე დავინახე. ვფიქრობ, რომ გოლი ლამაზი გამოვიდა და რაც მთავარია სამი ქულის მომტანი. გატანილმა ბურთმა ძალიან გამახარა და ერთადერთი რაც იმ მომენტში ვიგრძენი იყო ის რომ ეს გოლი იმ ადამიანებისთვის უნდა მიმეძღვნა ვინც ამ ამინდში ჩამოვიდა და გვერდში დაგვიდგა - ამით მინდოდა მათთვის მადლობის გადახდა.
- რაც შეეხება მომავალ მატჩებს..
- უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ და უფრო გავიმყარეთ ადგილი, სატურნირო სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და მოდუნების უფლებაც არ გვაქვს. რთული შეხვედრები გველის წინ და ბოლომდე ვიბრძოლებთ სასურველი შედეგის მისაღწევად.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


