
„ᲡᲔᲠᲑᲛᲐ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲘᲢᲐᲜᲐ: ᲜᲘᲙᲝᲚᲐᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲒᲝᲚᲘ“ – „ᲙᲣᲠᲘᲠᲘ“
სერბული ტაბლოიდი „კურირი“ (kurir ქართულად კურიერს ნიშნავს) ნიკოლა კომაზეცის სადებიუტო გოლს გამოეხმაურა. „საქართველოს ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში სერბმა თავდამსხმელმა ნიკოლა კომაზეცმა…
სერბული ტაბლოიდი „კურირი“ (kurir ქართულად კურიერს ნიშნავს) ნიკოლა კომაზეცის სადებიუტო გოლს გამოეხმაურა.
„საქართველოს ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში სერბმა თავდამსხმელმა ნიკოლა კომაზეცმა სადებიუტო გოლი, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, გორის „დილას“ გაუტანა, შეხვედრა ფრედ 2 : 2 დასრულდა.
მასპინძლები, მატჩის დებიუტშივე კომაზეცის ზუსტად შერულებული თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ. ათ წუთში სტუმრებმა ოთარ მარცვალაძის დახმარებით ანგარიში გაათანაბრეს, პირველი ტაიმის მიწურულს კი დინამოელები თეიმურაზ შონიას გოლით კვლავ დაწინაურდნე. შეხვედრის 62 - ე წუთზე მატჩში საბოლოო ანგარიში 2:2 ოთარ მარცვალაძემ დააფიქსირა.
მიმდინარე ჩემპიონატში „დილა“ მეორე პოზიციაზეა. გასული წლის ივნისში გორის „დილა“, სერბულმა „პარტიზანმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშა. „დინამო“ ბათუმი 30 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.
კომაზეცმა საქართველოს ვიცე ჩემპიონთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. სერბი საქართველოში ნორვეგიული „ჰაგესუნდიდან“ გადაბარგდა და მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. პირველი შეხვედრა კომაზეცმა გასულ უქმეებზე ზუგდიდთან (0 – 1) გამართა, მომავალ შაბათს კი ბათუმელები ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდებიან.
18:58
23.02.2016

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


