
ᲠᲔᲕᲐᲜᲨᲘ ᲗᲔᲚᲐᲕᲗᲐᲜ
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე დინამო ბათუმმა თელავთან საშინაო მატჩით გახსნა. პირველ ტურში, ამ გუნდების დაპირისპირება თელაველთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. რაც შეეხება ბათუმურ შეხვედრას როგორც მოსალოდნელი იყო ანგისას…
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე დინამო ბათუმმა თელავთან საშინაო მატჩით გახსნა. პირველ ტურში, ამ გუნდების დაპირისპირება თელაველთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. რაც შეეხება ბათუმურ შეხვედრას როგორც მოსალოდნელი იყო ანგისას სპორტულ ბაზის ტრიბუნა გულშემატკივრებმა სრულად შეავსეს. საკუტრივ მატჩი კი ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო, რასაც მე-12 წუთზე ფლმარიონ ჯოვინოს გოლი მოყვა, ბრაზილიელმა სტუმართა მცველების შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ლუკა სანიკიძეს აუღებელი დაურტყა, მიმდინარე გათამაშებაში ეს ჯოვინოს მე-4 გოლი გახლდათ. პირველი ნახევარი გია გეგუჩაძის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო. მეორე ტაიმი კი ორმხრივი იერეშებით გაგრძელდა, ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს ხიფათი ისევ სტუმართა კართან შეიქმნა და ეპიზოდის მთავარი გმირი აქაც ჯოვინო იყო, მისი შეჩერება თელავის მცველმა გიორგი მარგველაშვილმა ბოლო იმედის ჯარიმით შეძლო, მსაჯმა ის წითელი ბარათით დასაჯა, ბათუმელებმა კი ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს. 10 კაცით დარჩენილმა სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო შეტევის განხორციელება მაინც შეძლეს, თუმცა კარში ხეირიანად ვერცერთხელ ვერ დაარტყეს. მატჩის ბოლოს დინამოელთა რიგებში შეცვლაზე შემოსულ ტატო აბუსელიძეს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მის მიმართ გამოყენებული თამაშის წესები უხეში დარღვევა მსაჯ - ჯენერი ხორავას ყურადღებიდან გამორჩა. საბოლოო ჯამში რევანში შედგა, დინამომ თელავი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


