
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐ ᲡᲔᲖᲝᲜᲨᲘ
ჩემპიონატის მესამე ტურში იქნა მოპოვებული სადებიუტო გამარჯვება. ნიშანდობლივია, რომ ეს მოხდა მორიგ აჭარულ დერბიში, ე.წ. "ელ მანდარინოში". იმერეთის დედაქალაქში ორი აჭარული გუნდის დაპირისპირება ბათუმელთა უპირატესობით…
ჩემპიონატის მესამე ტურში იქნა მოპოვებული სადებიუტო გამარჯვება. ნიშანდობლივია, რომ ეს მოხდა მორიგ აჭარულ დერბიში, ე.წ. "ელ მანდარინოში". იმერეთის დედაქალაქში ორი აჭარული გუნდის დაპირისპირება ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. დინამოელები შესამჩნევ უპირატესობას ფლობდნენ და მომენტებს ქმნიდნენ, ქობულეთურმა გუნდმა მეორე ტაიმის პირველ ოც წუთში თითქოს გამოასწორა მდგომარეობა და დაემუქრა ალავიძის კარს, თუმცა უშედეგოდ, მატჩის დასკვნით ნაწილში ისევ დინამოელები დომინირებდნენ. აღსანიშნავია გიორგი ილურიძის კარგი თამაში და ბექა ვარშანიძის სადებიუტო გოლი. შედეგად - 3:0 . პირველი სამი ქულა და მორიგი მოგებული დერბი.
ქუთაისი. "რამაზ შენგელია".
შუქურა - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 გიორგი ჯანელიძე (26, პენ), 0:2 გიორგი ილურიძე (90), 0:3 ბექა ვარშანიძე (90+3)
შუქურა (4-2-3-1): დავით კუპატაძე (კ), ომარ ბულუხაძე, გიორგი კალანდაძე (ლუკა ნემსაძე 83), გიორგი კალანდია, დოს რეის რამოსი, სტეფან დასსე, ირაკლი ქათამაძე, ნიკო კვასხვაძე, ფელიპე ნუნიეში (გიორგი ივანიაძე 50), გოდვინ კონიეჰა (გიორგი ჭანუყვაძე 65), ჯეფერსონ ჯერალდო
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
დინამო (4-3-3): მიხეილ ალავიძე, გელა გოგიტიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ქავთარაძე, ბექა ვარშანიძე, ბესო დეკანოიძე (გიორგი ჭანკოტაძე 76), ლევან შარიქაძე, გიორგი ჯანელიძე (კ), ლაშა ჩალაძე, ჯოვინო ფლამარიონი (ამირან აბუსელიძე 77), გიორგი ილურიძე (ვალერიან თევდორაძე 90+1)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


