
ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲐᲓ | ᲐᲚᲘᲙᲐ ᲒᲔᲗᲘᲐᲨᲕᲘᲚᲘ 2028
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ 17 წლის ქართველი ცენტრალური მცველი, ალიკა გეთიაშვილი, კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოთამაშესთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.…
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ 17 წლის ქართველი ცენტრალური მცველი, ალიკა გეთიაშვილი, კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოთამაშესთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ალიკა დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, სადაც მან თითქმის ყველა ასაკობრივი საფეხური წარმატებით გაიარა. ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველი მარცხენა ფეხით თამაშით გამოირჩევა, რაც ჩვენი გუნდის ტაქტიკური მონახაზისთვის დამატებით და მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს. ამასთანავე, გეთიაშვილი საქართველოს 16 და 17-წლამდელთა ეროვნული ნაკრებების წევრია და დღეის მდგომარეობით, ამ ასაკობრივი გუნდების შემადგენლობაში მას ჯამში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ფეხბურთელი გუნდს უკვე რამდენიმე კვირაა შემოუერთდა და სრულფასოვნად ვარჯიშობს. 22 ივნისს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, კლუბმა ალიკა გეთიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაარეგისტრირა. შესაბამისად, ახალგაზრდა მცველი დინამო თბილისის წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში იქნება.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


