
ᲜᲘᲙᲐ ᲙᲕᲐᲜᲢᲐᲚᲘᲐᲜᲘ 19-ᲬᲚᲐᲛᲓᲔᲚᲗᲐ ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲨᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲫᲐᲮᲔᲡ
2 და 4 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2017 წლის 19-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ლიტველ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე…
2 და 4 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2017 წლის 19-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ლიტველ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.
გიორგი ყიფიანმა ნაკრებში ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი - ნიკა კვანტალიანიც გამოიძახა. კვანტალიანმა მიმდინარე უმაღლესი ლიგის გათამაშებაში თავი კარგად გამოიჩინა და ორი გოლის გატანაც მოახერხა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ყიფიანის გუნდი 29 აგვისტოს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შეიკრიბა. მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 27 ფეხბურთელს უხმო:
მეკარეები: ლევან ისიანი (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა სანიკიძე (საბურთალო)
მცველები: დავით კობოური (დინამო თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბილისი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ყურშავიშვილი (ლოკომოტივი)
ნახევარმცველები: ლუკა ფოჩხუა (დინამო თბილისი), გიორგი კუცია (დინამო თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი)
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (დინამო თბილისი), სერგო კუხიანიძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბათუმი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი გოგილაშვილი (დინამო თბილისი)

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


