
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲮᲝᲛ ᲡᲐᲛᲘ ᲥᲣᲚᲐᲐ?! - ᲛᲐᲠᲙᲝ ᲛᲘᲰᲐᲘᲚᲝᲕᲘᲩᲘ
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე დინამომ გამარჯვებით დაიწყო. ბათუმურმა კლუბმა „ზუგდიდი“ მისსავე მოედანზე 1 – 0 დაამარცხა. დინამოელთაგან ერთადერთი გოლი ბოსნიელმა ლეგიონერმა, მარკო მიჰაილოვიჩმა…
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე დინამომ გამარჯვებით დაიწყო. ბათუმურმა კლუბმა „ზუგდიდი“ მისსავე მოედანზე 1 – 0 დაამარცხა. დინამოელთაგან ერთადერთი გოლი ბოსნიელმა ლეგიონერმა, მარკო მიჰაილოვიჩმა გაიტანა.
- მარკო, დღევანდელი მატჩის გმირი აღმოჩნდი. პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გატანილი გოლი გამარჯვების მომტანი გამოდგა ...
- არ დაგიმალავ, ძალიან მესიამოვნა. გატანილი გოლი ხომ სწორი მუშაობის შედეგია. თუმცა ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მეგოლე, მთავარი ხომ სამი ქულაა?! აქვე მინდა ვთქვა, რომ საშინელ საფარზე ვითამაშეთ და ვერ გამოვიყურებოდით ისე, როგორც ეს შეკრების დროს დავხვეწეთ. სხვა პირობებში ჩვენი უპირატესობა აშკარა იქნებოდა.
- საქართველოში შვედეთიდან გადმოხვედი. შენს ბალკანურ კარიერაზე კი პრაქტიკულად არაფერია ცნობილი.
- ჩემი მშობლები მონტენეგროში ცხოვრობდნენ და მეც ფეხბურთს მონტენეგროში ვეზიარე. პირველი პროფესიული კლუბი კი ს.კ. ბელგრადი იყო. ბოლო ხუთი წელი კი შვედეთში უმეაში, ბრაგეში, ჰამარბიუში და სირიანსკაში გავატარე.
- შვედეთში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებდი?
- შვედეთში გატარებული წლები დაუვიწყარია, თუმცა დგება პერიოდი, როდესაც ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვალო. სიახლე მჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები სხვადასხვა შვედური, ნორვეგიული და სერბული კლუბებისგან მქონდა, არჩევანი მაინც დინამოზე შევაჩერე. მომწონს გუნდის ხედვები და ამბიციურობა, ყველაფერთან ერთად ჩვენი ხედვებიც ერთმანეთისას ემთხვევა. შვედეთი კარგი იყო, თუმცა ახლა ყველაფერი მხოლოდ ისტორიაა.
- მარკო, ქალაქის გაცნობა თუ მოახერხე?
- მცირე დროის მიუხედავად, რაც ვნახე ძალიან მომეწონა. ასევე სამზარეულოც დავაგემოვნე, მინდა გითხრა, რომ ძალიან მივამსგავსე სერბულს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


