დინამო ბათუმი

ᲛᲐᲢᲩᲘᲡ ᲬᲘᲜ: ᲓᲘᲜᲐᲛᲝ - ᲢᲝᲠᲞᲔᲓᲝ

დინამო ( ბთ )- ტორპედო დისკვალიფიკაცია : დათა სიჭინავა ( ტორპედო ) ურთიერთშეხვედრები :  47: +13 =8 -26, 53:79 IV ტურის , უდავოდ , ყველაზე  დამაინტრიგებელი  მატჩი  ქობულეთში  უნდა  გაიმართოს…

დინამო (ბთ)-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: დათასიჭინავა (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები: 
47: +13 =8 -26, 53:79

IV ტურის, უდავოდ, ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი ქობულეთში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდებიან. 

ორივე გუნდს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს, აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელებზე: გამოცდილი შოთა ჭეიშვილი ("დინამო") და მისი კოლეგა გიორგი დარასელია ("ტორპედო") ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეულ სპეციალისტებად მიიჩნევიან. 

"დინამომ" ისეთი სტარტი აიღო, როგორც ერთ-ერთ ფავორიტს ეკადრება. აი, "ტორპედოსგან" კი, ბევრი, ალბათ, უფრო მეტს ელოდა, თუმცა, ჯერ ხომ სეზონი წესიერად არც "გახურებულა". 

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩიც უნდა ვახსენოთ: წინა სეზონის მეორე წრეში, როცა ბათუმის "დინამოს" მშვენიერი სერია (ზედიზედ 6 მოგება) ჰქონდა, ეს სერია "ტორპედოსთან" საშინაო მატჩში შეწყდა.

გაზეთი "ლელო"

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet