დინამო ბათუმი

ᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲔᲚᲘ ᲨᲔᲘᲪᲕᲐᲚᲐ - ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲛᲐᲢᲩᲘ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲨᲘ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲔᲑᲐ

უეფა-ში გამართულმა წილისყრამ, ბათუმის "დინამო" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ „იაგელონიას“ შეახვედრა. როგორც მოგეხსენებათ, „დინამოს“ საკუთარი სტადიონი არ გააჩნია და მეტოქეს ქუთაისის რამაზ…

უეფა-ში გამართულმა წილისყრამ, ბათუმის "დინამო" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ „იაგელონიას“ შეახვედრა.

როგორც მოგეხსენებათ, „დინამოს“ საკუთარი სტადიონი არ გააჩნია და მეტოქეს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 6 ივლისს უნდა უმასპინძლოს, მაგრამ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელთა და ქუთაისის „ტორპედოს“ თამაშის გრაფიკები დაემთხვა. ქუთაისელებმაც მეტოქე, სლოვაკეთის „ტრენჩინი“ 6 ივლისს ქუთაისის „რამაზ შენგელია - არენაზე“ უნდა მიიღონ. ერთ დღეს კი სტადიონზე ორი მატჩი ვერ გაიმართება. შესაბამისად, "დინამო" პირველ მატჩს შინ, 29 ივნისს გამართავს, ხოლო 6 ივნისს პოლონეთში ითამაშებს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet