
ᲙᲝᲚᲮᲔᲗᲘ-ᲓᲘᲜᲐᲛᲝ (ᲑᲗ) 0:1 - ᲜᲔᲠᲕᲣᲚᲘ ᲑᲠᲫᲝᲚᲐ ᲖᲦᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲐᲡ
ფოთელთა ტრაგიკომიკური სიტუაციის შესაფასებლად ამ მატჩის გამართვის ადგილიც იკმარებს: კოლხები ქობულეთის "ჩელე არენაზე" აჭარის გუნდს, ბათუმის "დინამოს" მასპინძლობდნენ. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო და ფოთელებს,…
ფოთელთა ტრაგიკომიკური სიტუაციის შესაფასებლად ამ მატჩის გამართვის ადგილიც იკმარებს: კოლხები ქობულეთის "ჩელე არენაზე" აჭარის გუნდს, ბათუმის "დინამოს" მასპინძლობდნენ.
გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო და ფოთელებს, მოგების შემთხვევაში, კონკურენტების ჩამოცილება შეეძლოთ. მაგრამ ამ ამოცანის შესრულებაში გელა სანაიას გუნდს ხელს უშლიდა არა მხოლოდ სხვაგან თამაში, არამედ ლიდერების არყოფნაც - დისკვალიფიცირებული თამაზ ჟიშკარიანისა და დავით ბოლქვაძის, აგრეთვე, ტრავმირებული ერიკ ოტიენო უმასა და გიორგი ჯანელიძის. ამიტომაც იყო, სანაიას რეზერვში მხოლოდ მეკარე და 3 მოთამაშე ჰყავდა. ბათუმელებს წინა ტურში გაძევებული გელა გოგიტიძე აკლდათ (3 მატჩი დაისვენებს), რომლის არყოფნაშიც ცენტრალური მცველის პოზიცია მირზა ფარტენაძემ დაიკავა. როგორც "ჩელე არენაზე" გამართული მატჩების უმრავლესობა, ამჯერადაც თამაშის ტემპი დაბალი იყო. თანაც, ახლა ტემპერატურამ რომ მოიმატა, გახურებულ საფართან გამკლავება არანაკლებ რთულია, ვიდრე - მეტოქესთან. უვარგისი საფარი კი მორიგი ტრავმის მიზეზი გახდა - გიორგი ქავთარაძე პირველი ტაიმის ბოლოს დაშავდა და შესაცვლელი გახდა. რთული აღმოჩნდა საკუთარ ემოციებთან გამკლავებაც: თამაში კორექტულად მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო წუთებში ორივე მხარეს ნერვებმა უმტყუნა. ძირითადად, ქართულ-ლეგიონერული კინკლაობა ვიხილეთ. სამჯერ ეპიზოდის გმირი მიკოლა კოვტალიუკი გახლდათ, რომელიც გუნდისთვის ბოლომდე, ზოგჯერ, დაუნდობლადაც კი იბრძოდა და ამით ბათუმელები განარისხა...საბოლოოდ, იაროსლავ კვასოვის გოლმა ბათუმელებს მიმდინარე სეზონში გასვლაზე მეორედ მოაგებინა.
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 კვასოვი (25)
კოლხეთი: სიკაჩი - გ. კილასონია, გოგონაია, ვ. კილასონია, ქებურია - შ. კერძევაძე, ლ. კაკულია (83. ლუკავა) - კორობკა (70. ა. კვარაცხელია), ენდელაძე (56. ბუხაიძე), დაფე - კოვტალიუკი.
სათადარიგო: შერმადინი
მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო: რ. ტაკიძე - ტვილდიანი, ფარტენაძე, მგელაძე, სუხიაშვილი - გ. ქავთარაძე (45+1. ჟოვინიო), თარხნიშვილი, შონია, თევდორაძე (58. ფონიავა) - კენედი, კვასოვი (66. კვანტალიანი).
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე, კვირკველია
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილებები: სიკაჩი (84), კოვტალიუკი (87), ტვილდიანი (87), ფონიავა (90+1)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
sportall.ge

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


