გურამ ჯაფარიძე და ლუკა წულუკიძე 21-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს

ᲒᲣᲠᲐᲛ ᲯᲐᲤᲐᲠᲘᲫᲔ ᲓᲐ ᲚᲣᲙᲐ ᲬᲣᲚᲣᲙᲘᲫᲔ 21-ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲨᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲫᲐᲮᲔᲡ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისთვის ემზადება. 27 და 31 მარტს რამაზ სვანაძის გუნდი ქუთაისში ლატვიასა და მალტას უმასპინძლებს. მოახლოვებული შეხვედრებისთვის მთავარმა…

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისთვის ემზადება. 27 და 31 მარტს რამაზ სვანაძის გუნდი ქუთაისში ლატვიასა და მალტას უმასპინძლებს.

მოახლოვებული შეხვედრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა დინამო ბათუმიდან ორი მოთამაშე გამოიძახა - გურამ ჯაფარიძე და ლუკა წულუკიძე.

ხუთი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ჩვენს ნაკრებს ხუთი ქულა აქვს და საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში მეოთხე პოზიციაზეა. საქართველოსთან ერთად აღნიშნულ ქვეჯგუფში საბერძნეთი, გერმანია, ჩრდ. ირლანდია, ლატვია და მალტა ასპარეზობენ. 

წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს და ჩვენს ფეხბურთელებს ლატვიასა და მალტასთან გასამართ შეხვედრებში. 

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet