
ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲥᲐᲕᲗᲐᲠᲐᲫᲔ - ᲧᲝᲕᲔᲚᲘ ᲛᲝᲛᲓᲔᲕᲜᲝ ᲛᲐᲢᲩᲘᲗ ᲡᲐᲜᲣᲙᲕᲐᲠ ᲛᲘᲖᲐᲜᲡ ᲕᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲔᲑᲘᲗ
დინამოელთა ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია გრძელდება. ამჯერად ბათუმურმა კლუბმა სტუმრად მარტვილის „მერანი“ დაამარცხა. გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, გიორგი ქავთარაძე, „დინამო“ ბათუმის…
დინამოელთა ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია გრძელდება. ამჯერად ბათუმურმა კლუბმა სტუმრად მარტვილის „მერანი“ დაამარცხა.
გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, გიორგი ქავთარაძე, „დინამო“ ბათუმის ოფიციალური ვებ-გვერდის კითხვებს პასუხობს:
- ვიცოდით რომ მარტვილში დაძაბული მატჩი გველოდა. გულშემატკივრები ცოტათი ვანერვიულეთ, თუმცა გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა და ეს მახარებს.
- საგოლე გადაცემის და გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდი...
- მართალია ჩემი გოლით გავიმარჯვეთ, მაგრამ რომ არა თანაგუნდელთა მხარდაჭერა ვერც გოლს გავიტანდი და ვერც გამარჯვებას მოვიპოვებდით.
- როგორ ფიქრობ, შესწევს „დინამოს“ იმის ძალა, რომ საპრიზო ადგილებისთვის და ევროსაგზურისთვის იბრძოლოს?
- რა თქმა უნდა, შეგვიძლია და ვიბრძოლებთ კიდეც. ყოველი მომდევნო მატჩით სანუკვარ მიზანს უფრო ვუახლოვდებით, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროსაგზური მოვიპოვოთ.
- ბათუმის „დინამოს“ თუქრული შეკრების დაწყებამდე შეუერთდი - როგორ შეეწყვე ახალ გუნდს და ქალაქს?
- გუნდში კარგი ატმოსფერო და სიტუაციაა - სხვაგვარად შედეგი წარმოუდგენელი იქნებოდა. რაც შეეხება ქალაქს, ამ მოკლე პერიოდში ბათუმმა თავი ძალიან შემაყვარა და ამას ვერ დავმალავ.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


