
ᲒᲘᲐ ᲒᲔᲒᲣᲩᲐᲫᲔ - ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲛᲬᲕᲠᲗᲜᲔᲚᲘ
გია გეგუჩაძე ბათუმის დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელია. გეგუჩაძე დინამოს 14 იანვრიდან გაუძღვება. გასული სეზონი შედეგების მიხედვით დინამო ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა, პირველი მარტიდან კი გუნდი ეროვნული ლიგა ორის…
გია გეგუჩაძე ბათუმის დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელია. გეგუჩაძე დინამოს 14 იანვრიდან გაუძღვება.
გასული სეზონი შედეგების მიხედვით დინამო ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა, პირველი მარტიდან კი გუნდი ეროვნული ლიგა ორის გათამაშებაში ახალი მთავარი მწვრთნელით ჩაებმება. გია გეგუჩაძემ ლიდერსპორტთან საუბარში შემდეგი განცხადება გააკეთა: „დიახ, ბათუმელთა ხელმძღვანელობასთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბათუმის „დინამოში“ ვმუშაობ! ოფიციალურ კონტრაქტს დღეს -ხვალ გავაფორმებთ, საქმეს კი მომავალი კვირიდან შევუდგები. მთლიანად ბათუმური საფეხბურთო მეურნეობის სრულყოფილად გამართვაზეა სააუბარი - პირველი გუნდი, ასაკობრივი გუნდები, აკადემია, ბაზა, სტადიონი... მოკლედ, ყველაფერი ერთ სისტემაში მოექცევა და ვიმედოვნებ, ჩანაფიქრს მალე და ხარისხიანად შევასრულებთ“.
გია გეგუჩაძე სხვადასხვა დროს თბილისის დინამოს (1999, 2004-05, 2015-16), ზესტაფონს (2008-11, 2013-14) და ქუთაისის ტორპედოს (2011-13) წვრთნიდა. მოპოვებული აქვს საქართველოს თასი (2014-15), საქართველოს სუპერთასი (2015) და საქართველოს ჩემპიონობა (2010-11). გია გეგუჩაძე ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე კლუბი ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა, 52 წლის სპეციალისტმა ეს 2004 წელს თბილისის დინამოთი შეძლო, როდესაც კლუბი 2004-05 წლების უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


