
ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐ ᲑᲝᲚᲝ ᲢᲣᲠᲨᲘ
პირველი ლიგის ბოლო ტურში ბათუმის "დინამო" "ჭიათურას" მასპინძლობდა და გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხა. თამაშის აღწერას აღარ შევუდგებით, თუმცა აღსანიშნავი იყო ნიკა აშბას სადებიუტო გოლი, ვულოცავთ ნიკას და…
პირველი ლიგის ბოლო ტურში ბათუმის "დინამო" "ჭიათურას" მასპინძლობდა და გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხა. თამაშის აღწერას აღარ შევუდგებით, თუმცა აღსანიშნავი იყო ნიკა აშბას სადებიუტო გოლი, ვულოცავთ ნიკას და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერაში.
ახლა გუნდს პლეი-ოფი ელის, სადაც მათთან ერთად ქობულეთის "შუქურა", ფოთის "კოლხეთი" და ს.კ. "სამტრედია" გავიდნენ. ერთწრიან ტურნირში, რომელიც რეგლამენტის თანახმად თბილისში უნდა გაიმართოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ორი გამარჯვებული უმაღლესი ლიგის საგზურს მოიპოვებს. თუმცა ჯერ გადასასვლელი ტურნირის ჩატარების თარიღი არაა ცნობილი, აქტიურად განიხილება უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაფართოების საკითხიც, რაც თავისთავად გამორიცხავს პლეი-ოფის ჩატარების აუცილებლობას. ამავე დროს მიმდინარეობას საკლუბო ლიცენზირების პროცესიც, სადაც ჩვენმა კლუბმა დამატებით წარადგინა ფინანსური გარანტიების დამადასტურებელი ცნობები. ერთი სიტყვით ჯერ გაურკვევლობაა ჩემპიონატის ირგვლივ, გუნდი ჩვეულებრივად განაგრძობს საწვრთნელ პროცესს, რათა მზადყოფნაში შეხვდეს მოსალოდნელ პლეი-ოფს.
"დინამო" (ბათუმი) - "ჭიათურა" - 7:1
"დინამო": გ.ალავიძე(რ.ტაკიძე 46) - ბ.ვარშანიძე, გ.გავაშელიშვილი, ბ.ტეტუნაშვილი, კ.მაკარიანი - გ.გოგიტიძე(გ.ჟვანია 46), ბ.მახარაძე(გ.ფიფია 46), ვ.თევდორაძე, ი.ჩირიკაშვილი, ბ.ჭკუასელი(ა.აბუსელიძე) - ნ.აშბა(ვ.ქორიძე 76)
"ჭიათურა": დ.სევასტოპულო - გ.მეცხოვრიშვილი, ლ.ცუცქირიძე გ.ოქროპირიძე, ბ.შუბითიძე - ა.ბაბლიძე, ლ.ქუჩაშვილი(ო.კურტანიძე 70), თ.მუმლაძე, გ.ბარბაქაძე, თ.ნადირაძე - გ.სამყურაშვილი(ი.ცერცვაძე 46)
გოლები: 1:0 კ.მაკარიანი (9); 2:0 ბ.ტეტუნაშვილი (41); 3:0 ი.ჩირიკაშვილი (42); ნ.აშბა(45); 4:1 თ.მუმლაძე (51 პენალტით); 5:1 გ.ფიფია (54); 6:1 გ.გავაშელიშვილი (72); 7:1 ა.აბუსელიძე (73)
გაფრთხილება : გ.გავაშელიშვილი (38)

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


