
ᲒᲐᲓᲐᲓᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲐᲢᲩᲘ | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ 2-2 ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ
11 აპრილს, დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის პირველი ტურის გადადებული მატჩი გამართა, ჩვენი მეტოქე დინამო თბილისი გახლდათ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ -…
11 აპრილს, დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის პირველი ტურის გადადებული მატჩი გამართა, ჩვენი მეტოქე დინამო თბილისი გახლდათ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ - 2-2 დასრულდა.
ანგარიში მე-3 წუთზე რევაზ ჩიტეიშვილის ულამაზესი, შორეული გასროლით გაიხსნა. თბილისელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს, მე-10 წუთზე წონასწორობა ჰალიდ დოლტმურზიევმა აღადგინა. გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმელები შეტევაში გააქტიურდნენ და 35-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ უპირატესობა აღადგინა.
მეორე ტაიმში სათამაშო სცენარი არ შეცვლილა, მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა და საბოლოოდ 73-ე წუთზე რუი მონტეირუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2-2.
მიმოხილვა [ვიდეო]
დინამო თბილისი 2-2 დინამო ბათუმი
თბილისი, დინამო არენა არენა
დინამო თბილისი: ლორია, კალანდაძე, უგრეხელიძე (69' სანტუში), ხარებაშვილი, დოლტმურზიევი (78' რამუში), რუი მონტეირუ, ნინუა, ოსეი (69' ზარია), იორო (62' სირაძე), კურდიჩი, ხარებაშვილი (46' ნანა-კოფი დონკორი)
სათადარიგო შემადგენლობა: ჩოჩოშვილი, ქვარცხავა, ლომიძე, დიაკონიძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ კაკაშვილი
დინამო ბათუმი: თურმანიძე, მილჩენკო (80' ხოზრევანიძე), მანდრიჩენკო (71' კოხრეიძე), მარა, ლაკვეხელიანი, კალანდარიშვილი, წულუკიძე, კირკიტაძე (71' ფუტკარაძე), კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე
სათადარიგო შემადგენლობა: ისმაილოვი, თედორაძე, დუმბაძე, აბუსელიძე, ბარამიძე, გოგმაჩაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: ირაკლი შენგელია, ვახტანგ რუხაია, სანდრიკო ელიკაშვილი, ცოტნე სამსონაშვილი, გოგა კიკაჩეიშვილი, გურამ მაჩიტიძე
ყვითელი ბარათები: 20' მანდრიჩენკო, 48' კობახიძე
გოლები: 0-1 ჩიტეიშვილი (3), 1-1 დოლტმურზიევი (10), 1-2 კირკიტაძე (35), 2-2 მონტეირუ (73)
მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე 18 აპრილს მოქმედი ჩემპიონის იბერია 1999-ის წინააღმდეგ გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


