
„ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲛ“ ᲗᲣᲠᲥᲣᲚᲘ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲐ ᲓᲐᲐᲡᲠᲣᲚᲐ.
თურქმენეთის ჩემპიონთან ფრედ დასრულებული მატჩით ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრება დაასრულა. შეხვედრა, რომელიც დინამოელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა 1 – 1 დასრულდა. თუქრმენული კლუბის კართან…
თურქმენეთის ჩემპიონთან ფრედ დასრულებული მატჩით ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრება დაასრულა.
შეხვედრა, რომელიც დინამოელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა 1 – 1 დასრულდა. თუქრმენული კლუბის კართან შექმნილი უამრავი მომენტიდან დინამოელებმა მხოლოდ ერთადერთი აქციეს გოლად და ისიც თერთმეტი მეტრიდან - თავი პაჭკორიამ გამოიჩინა. მომენტების სიმრავლიდან გამომდინარე, მატჩი მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 0 – 0-ზე ბათუმელთა კაპიტანმა, მახარაძემ საეჭვოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი შეგნებულად არ გამოიყენა.
ბათუმის „დინამო“ სამშობლოში ხვალ, 29 ივლისს დაბრუნდება.
28.07.2014
კარტეპე, თურქეთი
ამხანაგური მატჩი
დინამო 1 - 1 ალთინ ასირი (თურქმენეთი)
გოლი: 1 – 0 პაჭკორია (74 წთ.)
დინამო: ალავიძე - ქორიძე, მაკარიანი, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, - შონია, მახარაძე, ჩირიკაშვილი, აშბა (პაჭკორია 46 წთ.), კაკალაძე (ვარშანიძე 46 წთ.) - ბერიაშვილი (ზივზივაძე 70 წთ.)

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


