
"ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲛ" 2015 ᲬᲔᲚᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ
ზუგდიდში ადგილობრივ კლუბთან გამართულ ამხანაგურ მატჩში "დინამომ" 3 - 1 იმარჯვა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო - ირაკლი ქობალიამ ზუგდიდელთაგან პირველი და ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისშივე გაიტანა, თუმცა,…
ზუგდიდში ადგილობრივ კლუბთან გამართულ ამხანაგურ მატჩში "დინამომ" 3 - 1 იმარჯვა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო - ირაკლი ქობალიამ ზუგდიდელთაგან პირველი და ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისშივე გაიტანა, თუმცა, დინამოელმა აბუსელიძემ ანგარიში მალევე გაქვითა. გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. ბათუმელთა ახალწვეულმა ქავთარაძემ დინამოელები ტაიმის მიწურულს დააწინაურა. თავიანთი შანსები აბუსელიძეს და ტატანაშვილს, რომ გამოეყენებიათ პირველი ტაიმი გაცილებით უხვგოლიანი აღმოჩნდებოდა.
ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოთამაშე დინამოელებმა, მეორე ტაიმში თავიანთი უპირატესობა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს გაზარდეს - საჯარიმოში შეჭრილი ტროფიმოვი წესების დარღვევით შეაჩერეს. თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ მაკარიანმა შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3 - 1 დააფიქსირა.
ზუგდიდი 1 - 3 დინამო
გოლები: 1 - 0 ქობალია, 1 - 1 აბუსელიძე; 1 - 2 ქავთარაძე; 1 - 3 მაკარიანი პენ.
“ზუგდიდი”: ბობღიაშვილი; რიგვავა, ნარმანია, აკობია, მეგრელიშვილი; კობერიძე, გუგუჩია, კუტალია, წურწუმია; ლომია, ქობალია.
შეცვლაზე შევიდნენ: ივარდავა, დ. ქირია, მაჩაიძე, პაჭკორია, თიბილიშვილი, ახალია, ფარჯიკია, ენდელაძე, ბულია, ეხვაია, კუკავა.
“დინამო ბათუმი”: მამინაშვილი; ქორიძე, გიოქთან აშკინი, მახარაძე, მაკარიანი; გოგიტიძე, თევდორაძე, ქავთარაძე, დიასამიძე; ტატანაშვილი, აბუსელიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ალავიძე, ფარტენაძე, ალიფერენკო, კაშია, აშბა, ტროფიმოვი

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


