დინამო ბათუმი

„ᲓᲘᲜᲐᲛᲝ“ ᲗᲣᲠᲥᲣᲚ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲐᲖᲔ ᲛᲘᲔᲛᲒᲖᲐᲕᲠᲔᲑᲐ

16 ივლისს, ბათუმის „დინამო“ თურქულ კურორტ კარტეპეში გაემგზავრება. დინამოელები მომავალი სეზონისთვის ორ კვირიან მზადებას სტამბოლის მახლობლად გაივლიან. ცნობილია ჩვენი გუნდის პირველი მეტოქეც - 18 ივლისს…

16 ივლისს, ბათუმის „დინამო“ თურქულ კურორტ კარტეპეში გაემგზავრება. დინამოელები მომავალი სეზონისთვის ორ კვირიან მზადებას სტამბოლის მახლობლად გაივლიან. ცნობილია ჩვენი გუნდის პირველი მეტოქეც - 18 ივლისს დინამოელები ირანულ „პერსეპოლისს“ დაუპირისპირდებიან. 2013-14 წლის სეზონზე ირანული კლუბი ქვეყნის ჩემპიონს ორი ქულით ჩამორჩა და მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.


ბათუმის „დინამო“ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:
მეკარეები: ალავიძე, ტაკიძე; მცველები: სუხიაშვილი, ტეტუნაშვილი, მგელაძე, ჩუენსუ, ქორიძე, გავაშელიშვილი, ქათამაძე და მაკარიანი; ნახევარმცველები: ვარშანიძე, გოგიტიძე, მახარაძე, შონია, მუჯირი, თევდორაძე, ჩირიკაშვილი, პაჭკორია, დიასამიძე და აშბა; თავდასხმა: აბუსელიძე, ბერიაშვილი, ზივზივაძე და კაკალაძე.
ბექა ჭკუასელი თურქულ შეკრებას საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვებს, თუმცა ინდივიდუალური გრაფიკით, დუბლებთან გააგრძელებს სეზონისთის მზადებას. ჭკუასელი ძირითად გუნდს თვის ბოლოს შეუერთდება.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet