
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 4-1 ᲡᲞᲐᲔᲠᲘ | V ᲢᲣᲠᲘ
დინამო ბათუმმა, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში საკუთარ სტადიონზე სპაერს უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზემა. ჩვენმა გუნდმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა და დამაჯერებელი ანგარიშით - 4-1…
დინამო ბათუმმა, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში საკუთარ სტადიონზე სპაერს უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზემა. ჩვენმა გუნდმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა და დამაჯერებელი ანგარიშით - 4-1 გაიმარჯვა.
ანგარიში სწრაფი გოლით - მე-4 წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა. მე-11 და მე-14 წუთებზე ბათუმელთა სწრაფი იერიშები შედეგიანი დარტყმით დმიტრი მანდრიჩენკომ დაასრულა და დუბლი გაიფორმა. პირველი ნახევრის დასრულებამდე მაყურებელმა კიდევ ერთი გოლი იხილა. ამჯერად სტუმართა შემტევმა საბა გეგიაძემ გამოიჩინა თავი და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
მეორე ტაიმში სათამაშო სურათი არ შეცვლილა უპირატესობას კვლავ დინამო ბათუმი ფლობდა და 57-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან, ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიშითი უერდი მარამ დააფიქსირა - 4-1.
მიმოხილვა [ვიდეო]
დინამო ბათუმი 4-1 სპაერი
ბათუმი, აჭარაბეთ არენა
დინამო ბათუმი: თურმანიძე, ქაფიანიძე (35' ჯაფარიძე), მილჩენკო, მანდრიჩენკო (79' ხოზრევანიძე), მარა, ლაკვეხელიანი (46' წულუკიძე), კალანდარიშვილი, კირკიტაძე (58' აბუსელიძე), კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ფუტკარაძე (46' კოხრეიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, თედორაძე, ბარამიძე, გოგმაჩაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
სპაერი: ფუტკარაძე, პირტახია, ასკურავა (82' გორდეზიანი), გეგიაძე (82' გოლუბიანი), თ. ცეცხლაძე, ფონიავა (61' გ. ცეცხლაძე), სამხარაძე, კოხრეიძე (72' ბასილაშვილი), ცირდავა, კენჭაძე, ჩაგუნავა (61' მატენჯვა)
სათადარიგო შემადგენლობა: ჩომახიძე, ქაჩიბაია, გრიგალაშვილი, ბუნტური
მთავარი მწვრთნელი: ანზორ კიღურაძე
მსაჯები: ცოტნე სამსონიშვილი, დავით ახვლედიანი, გოჩა ტარუაშვილი, მანუჩარ კიკორია, კოტე გიორგაძე, სანდრიკო ელიკაშვილი
ყვითელი ბარათები: 4' სამხარაძე, 45+3' ჯაფარიძე, 69' აბუსელიძე, 75' ცეცხლაძე, 81' ბასილაშვილი
გოლები: 1-0 კალანდარიშვილი (4), 2-0 მანდრიჩენკო (11), 3-0 მანდრიჩენკო (14), 3-1 გეგიაძე (31), 4-1 მარა (57)
ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგის ეგიდით მორიგ შეხვედრას სტუმრად თბილისში, 7 აპრილს რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


