
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 0 - 3 ᲢᲝᲠᲞᲔᲓᲝ | IX ᲢᲣᲠᲘ
27 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, დიეგო დეისაძემ ინდივიდუალური გარღვევით სტუმრები დააწინაურა. 56-ე…
27 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, დიეგო დეისაძემ ინდივიდუალური გარღვევით სტუმრები დააწინაურა. 56-ე წუთზე გიორგი არაბიძის ჩაწოდებულს მატეო შიმიჩის ეფექტური თავური მოჰყვა, ხოლო 65-ე წუთზე ისევ არაბიძის გადაცემით ვლადიმერ მამუჩაშვილმა მახვილი კუთხიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ საგოლე მომენტები ჩვენმა გუნდმაც მრავლად შექმნა, მაგრამ მათი გოლად გარდასახვა მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს.
დინამო ბათუმი 0-3 ტორპედო
ბათუმი, აჭარაბეთ არენა
დინამო ბათუმი: კუპატაძე, მილჩენკო (71' თედორაძე), მარა (71' ბისიეშვილი), ლაკვეხელიანი, კოხრეიძე (76' აბუსელიძე), წულუკიძე, კირკიტაძე (62' ბარამიძე), კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ფუტკარაძე (71' თავდგირიძე), ჯაფარიძე
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, ქაფიანიძე, ხოზრევანიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი (89' ბუკია), შიმიჩი, ჟორჟინიო, ხარაბაძე, ბასილაძე (72' ნადარაია), მამუჩაშვილი (კ), პირესი, არაბიძე (76' ვარლეი და სილვა), დეისაძე (89' ზიტა), ანდრიჩი
სათადარიგო შემადგენლობა: გოშაძე, კუპრავა, გოლეთიანი
მთავარი მწვრთნელი: დირკ შუსტერი
მსაჯები: ჯენერი ხორავა, გოჩა ტარუაშვილი, კახა კახაბერი, დიმიტრი ლაგვილავა
ყვითელი ბარათები: 60' ლაკვეხელიანი, 64' ფუტკარაძე, 67' შიმიჩი
გოლები: 0-1 დეისაძე (44), 0-2 შიმიჩი (56), 0-3 მამუჩაშვილი (65)
მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი კვლავ საკუთარ მოედანზე, 2 მაისს დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


