
ᲓᲔᲠᲑᲘ ᲓᲔ ᲚᲐ ᲛᲐᲜᲓᲐᲠᲘᲜᲐ ᲑᲐᲗᲣᲛᲔᲚᲗᲐ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ
აჭარული დერბი ბათუმის დინამოს გამარჯვებით 3:2 დასრულდა. "დერბი დე ლა მანდარინად" წოდებული დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა. შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით და სუხიაშვილის გატანილი ბურთით (მეორე წუთზე) დაიწყო. 33 წუთზე…
აჭარული დერბი ბათუმის დინამოს გამარჯვებით 3:2 დასრულდა. "დერბი დე ლა მანდარინად" წოდებული დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა.
შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით და სუხიაშვილის გატანილი ბურთით (მეორე წუთზე) დაიწყო. 33 წუთზე თავი კვასოვმა, ხოლო 44-ზე მგელაძემ გამოიჩნა. პირველი ნახევარი 3:0 დასრულდა. თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ მეორე ნახევარში გიორგი შაშიაშვილის შეგირდებმა ბრძოლინურიანობა გამოავლინეს – ჩაგელიშვილმა პირველივე წუთზე, ხოლო მეორე ნახევარის შუაში მარსელინომ ორი გოლი გაქვითეს. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა ბათუმელტა გამარჯვებით და უამრავი განიავებული მომენტებით დასრულდა.
ბათუმი, “რაგბი არენა”
“დინამო” (ბათუმი) – “შუქურა” 3:2
გოლები: 1:0 სუხიაშვილი (2), 2:0 კვასოვი (33), 3:0 მგელაძე (44), 3:1 ჩაგელიშვილი (46), 3:2 მარსელინიო (68)
“დინამო”: შოვნაძე, ფარტენაძე, მახარაძე, შონია, სუხიაშვილი, ჩოგაძე, გრიგალაშვილი (თევდორაძე 79), მგელაძე, არზიანი (ვარშანიძე 61), კვასოვი, კვანტალიანი (ფლამარიონი 87)
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
“შუქურა”: მილნიჩენკო, ჩადუნელი, ჩაგელიშვილი, ჯეფინიო, კლიმიაშვილი, მარსელინიო (გოგიაშვილი 84), გურული (თუხარელი 65), კახელიშვილი (შალამბერიძე 78), დასსე, გოგიტიძე, ჩაჩუა
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გაფრთხილება: არზიანი (40), კვანტალიანი (50), ვარშანიძე (86) – კახელიშვილი (49)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


