
ᲩᲔᲛᲝ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲝ, ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ „ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲡ“ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲘᲡ ᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲠᲔᲑᲝ!
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გასულ სეზონში გაწეული მხარდაჭერისთვის. თითოეული თქვენთაგანის გვერდში დგომა, არა პერსონალურად ჩემი, არამედ ბათუმის „დინამოს“ ქომაგობაა. რა თქმა უნდა, ცალკე მინდა…
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გასულ სეზონში გაწეული მხარდაჭერისთვის. თითოეული თქვენთაგანის გვერდში დგომა, არა პერსონალურად ჩემი, არამედ ბათუმის „დინამოს“ ქომაგობაა. რა თქმა უნდა, ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება „დინამოელ“ პირატებზე, რომლებიც წვიმასა თუ ქარში ერთგულად და ბოლომდე ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს.
ჩვენ გვჯერა თქვენი ბიჭებო და გარწმუნებთ, თითოეული დინამოელი თვქვენთვის, „დინამოს“ სახელისთვის და ბათუმისთვის ხვალიდან უმაღლეს ლიგაში იბრძოლებს. რთული და პრობლემური სეზონის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი მიღწეულია - ბათუმის „დინამო“ უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. ამიტომ, ყველას მინდა გთხოვოთ, რომ გაათმაგებული ენერგიით და მონდომებით დავუჭიროთ მხარი ბათუმის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში.
ოთარ ფედიჩკინი, ბათუმის "დინამოს" დირექტორი

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


