
ᲑᲝᲚᲝ ᲬᲣᲗᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲝᲠᲘ
მატჩის 92 - ე წუთზე შულაიას გამარჯვების გოლი გააქვს ... ბათუმის დინამო თბილისის დინამოსთან 1:2 დამარცხდა. შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო - ექს-ბათუმელმა გეგეჭკორმა სტუმრები მეცხრე წუთზე შორეული დარტყმით დააწინაურა.…
მატჩის 92 - ე წუთზე შულაიას გამარჯვების გოლი გააქვს ... ბათუმის დინამო თბილისის დინამოსთან 1:2 დამარცხდა.
შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო - ექს-ბათუმელმა გეგეჭკორმა სტუმრები მეცხრე წუთზე შორეული დარტყმით დააწინაურა. გაშვებული ბურთის შემდეგ ბათუმელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის 33 - ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. გრიგალაშვილის სოლო - რეიდი გატანილი ბურთით დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და მამსპინძელთა დასაანანი მარცხით დასრულდა. მატჩის 92 - ე წუთზე შულაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2
გოლები: 0:1 გეგეჭკორი (9), 1:1 ე. გრიგალაშვილი (33), 1:2 შულაია (90+2)
დინამო ბთ (5-2-2-1): შოვნაძე - ტვილდიანი, მახარაძე, კვირკველია, მგელაძე, სუხიაშვილი - შონია, ე. გრიგალაშვილი - ჩოგაძე (70. ფლამარიონი), ვ. თევდორაძე (89. ვარშანიძე) - კვასოვი (81. კვანტალიანი).
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ჭკუასელი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
დინამო თბ (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, თოთაძე, კობოური, თევზაძე (30. სალუქვაძე) - ქარდავა, ნინუა (89. კუცია) - შულაია, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე - კოვტალიუკი (57. ქოჩლაძე).
სათადარიგოები: ბულისკერია, მიშჩენკო, ლილუაშვილი, ალიუ
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: თევდორაძე (5), სუხიაშვილი (23), კოვტალიუკი (34), შონია (57), სალუქვაძე (90)
არბიტრი: პ. მაჭარაძე

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


