დინამო ბათუმი

ᲑᲔᲠᲘᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲓᲣᲑᲚᲘ ᲓᲐ ᲜᲐᲜᲐᲢᲠᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐ

  ზედიზედ ხუთი მოუგებელი მატჩის შემდეგ „დინამო“ ბათუმმა, „ჩელე არენაზე „სამტრედია“,  ბერიაშვილის დუბლით დაამარცხა.   პირველი გოლი დინამოელთა თავდამსხმელმა ქავთარაძის…

 ზედიზედ ხუთი მოუგებელი მატჩის შემდეგ „დინამო“ ბათუმმა, „ჩელე არენაზე „სამტრედია“,  ბერიაშვილის დუბლით დაამარცხა.

 

პირველი გოლი დინამოელთა თავდამსხმელმა ქავთარაძის გადაცემით გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა  ბერიაშვილმა კარგად გააგრძელა. გზად ერთი მცველი ჩამოიშორა და ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნა. შეხვედრაში მეორე გოლი მატჩის მიწურულს, 71-ე წუთზე გავიდა - შეცვლაზე შემოსულმა ვარშანიძემ, მოედნის ცენტრში სამტრედიელთა ნახევარმცველს ბურთი ოსტატურად წაართვა და ბათუმელთა თავდამსხმელი მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა - 2:0.

 

შემდეგ შეხვედრას „დინამო“ 23 ოქტომბერს, სტუმრად, ლანჩხუთის „გურიასთან გამართავს.

 

"დინამო" ბათუმი 2 - 0 "სამტრედია"

 

გოლები: 1 - 0, 2 - 0, ბერიაშვილი 5 წთ. და 71 წთ.(ქავთარაძე/ვარშანიძე)

 

გაფრთხილება: თევდორაძე, ვარშანიძე, ტეტუნაშვილი

 

მთ. არბიტრი:გ. ვადაჭკორია

 

"დინამო":ალავიძე, ქათამაძე (ტეტუნაშვილი 46 წთ.), მახარაძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი, მგელაძე, თევდორაძე (ვარშანიძე 60 წთ.), ქავთარაძე, კვანტალიანი (ჩირიკაშვილი 75 წთ.), ბერიაშვილი, აბუსელიძე.
სათადარიგოები: მამინაშვილი, დიასამიძე, ფონიავა, ლუისმედინა.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet