
ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲬᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲔᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ
ბათუმის "დინამო" მეორე წრისთვის მზადებას ანგისის ბაზაზე 8 იანვრიდან შეუდგა. 15 იანვრიდან გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა. პირველი წრის შემდეგ "დინამო" დატოვეს მცველმა გიორგი გავაშელიშვილმა და ნახევარმცველმა დიმიტრი…
ბათუმის "დინამო" მეორე წრისთვის მზადებას ანგისის ბაზაზე 8 იანვრიდან შეუდგა. 15 იანვრიდან გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა. პირველი წრის შემდეგ "დინამო" დატოვეს მცველმა გიორგი გავაშელიშვილმა და ნახევარმცველმა დიმიტრი პაჭკორიამ, კლუბი მათ მადლობას უხდის გაწეული ამაგისთვის და წარმატებებს უსურვებს ახალ ასპარეზზე. როგორც ადრე მოგახსენეთ კონტრაქტი გაფორმდა ნახევარმცველ გიორგი ქავთარაძესთან, გუნდში ასევე ვარჯიშობენ ს.კ. "ცხინვალის" ყოფილი მოთამაშეები, შემტევი თაზო მაქაცარია და მცველი გიორგი სეფიაშვილი, ასევე მიმდინარეობს დაკვირევება რამდენიმე ფეხბურთელზე, მათ შორის დუბლშემადგენლობიდან.
საკონტროლო მატჩებს რაც შეეხება, 23 იანვარს დაგეგმილია გასვლითი სპარინგი ზუგდიდში, სავარაუდოდ 25 იანვრისთვის კი, ქობულეთში ფოთის "კოლხეთთან".

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


