
ᲐᲡᲚᲐᲜ ᲑᲐᲚᲐᲫᲔ: ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ "ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲡ" ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐ? ᲔᲡ ᲡᲐᲙᲐᲛᲐᲗᲝᲪ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ...
ბათუმის "დინამოს" ევროპის ლიგაზე (უეფას თასზე) ისე დაებედა, რომ ამ ტურნირში მისი კაპიტნები მახარაძეები არიან. 90-იან წლებში, გუნდი სამკლავურით მოედანზე მალხაზ მახარაძეს გაჰყავდა, ახლა კი ეს მის შვილს, ბექა მახარაძეს…
ბათუმის "დინამოს" ევროპის ლიგაზე (უეფას თასზე) ისე დაებედა, რომ ამ ტურნირში მისი კაპიტნები მახარაძეები არიან. 90-იან წლებში, გუნდი სამკლავურით მოედანზე მალხაზ მახარაძეს გაჰყავდა, ახლა კი ეს მის შვილს, ბექა მახარაძეს მოუწევს.
ბექა ცენტრალური მცველია. ქობულეთის "შუქურასთან" ბოლო ტურში მან კარიერის პირველი გოლი გაიტანა.
"სეზონში ერთადერთი გოლი გავიტანე და მიხარია, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვან შეხვედრაში შევძელი. მართალია, ვერცხლის მედლის მოპოვებას ჩემპიონობა სჯობდა, მაგრამ რა გაეწყობა...
რა დასამალია და, სეზონის ბოლოს გადაღლამაც იმოქმედა და ფსიქოლოგიურადაც გაგვიჭირდა. ძნელი იყო, პირველი ლიგიდან უმაღლესში დაბრუნებულ გუნდს ჩემპიონობას რომ სთხოვ. მაგრამ მეორე ადგილიც მშვენიერი შედეგია. სეზონის დაწყებამდე ამასაც ვერ წარმოვიდგენდით", - ამბობს მახარაძე.
ბათუმელთა კაპიტანი იმედოვნებს, რომ გუნდი გაძლიერდება:
"წლეულს შინ არც გვითამაშია, სამ შეხვედრაში კი ქობულეთშიც უმაყურებლოდ ვიყავით. ეს ნებისმიერ გუნდს შეუქმნიდა პრობლემას.
ჩვენი წარმატება უფრო მეტად იმიტომაც მახარებს, რომ ამდენი დაბრკოლების შემდეგ, მაინც კარგი შედეგი ვაჩვენეთ. მაგრამ საკუთარ მოედანზე რომ გვეთამაშა, ჩემი აზრით, ჩემპიონებიც გავხდებოდით.
რამდენიმე მოთამაშის დამატება მაინც გვჭირდება, კონკურენცია რომ გაიზარდოს და გუნდი ევროპალიგაზე ღირსეულად გამოვიდეს.
მალე სტადიონსა და ბაზას აგვიშენებენ და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაშიც უფრო თამამად ჩავერთვებდით".
საინტერესოა გუნდის მწვრთნელის ასლან ბალაძის აზრი სამომავალო გაძლიერებასთან დაკავშირებით:
"ეს საკითხი საკამათოც არ არის - ბათუმის "დინამო" ევროპალიგაზე გაცილებით ძლიერი შემადგენლობით უნდა გავიდეს.
მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ჩვენი საკადრო პოლიტიკა აწყობილი იქნება იმაზე, რომ რადიკალური ცვლილებები არ მოხდეს და ამით შეთამაშებული გუნდი არ დაზიანდეს.
ვფიქრობთ, ისეთი მოთამაშეები მოვიყვანოთ, რომლებიც გუნდს მოერგებიან. ასე ვთქვათ, "წერტილოვანი" შევსება გვექნება. სასურველ მოთამაშეებს მალე დაველაპარაკებით, რადგან ფეხბურთელები ევროპაზე გასულ ყველა გუნდს დასჭირდება".

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


