
ᲐᲡᲐᲙᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲒᲣᲜᲓᲔᲑᲘᲡ ᲩᲔᲛᲞᲘᲝᲜᲐᲢᲔᲑᲛᲐ ᲡᲢᲐᲠᲢᲘ ᲐᲘᲦᲝ
სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო მორიგი ჩემპიონატი ჭაბუკთა ლიგაზე, ასევე პირველად ტარდება 19-წლამდელთა ჩემპიონატი, სტარტი აიღო რეგიონალლიგის გათამაშებამაც, სადაც დასავლეთის ზონის "გ" ჯგუფში ასპარეზობს ბათუმის "დინამო"-2…
სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო მორიგი ჩემპიონატი ჭაბუკთა ლიგაზე, ასევე პირველად ტარდება 19-წლამდელთა ჩემპიონატი, სტარტი აიღო რეგიონალლიგის გათამაშებამაც, სადაც დასავლეთის ზონის "გ" ჯგუფში ასპარეზობს ბათუმის "დინამო"-2 (მთ.მწვრთნელი გ.კიკალიშვილი, მწვრთნელი გ.ჭანტურია).
მოკლედ მოგახსენებთ განვლი მატჩებზე:
რეგიონალლიგაში ჩვენი გუნდი ტოვებდა პირველ ტურს, მეორე ტურში ქობულეთის "ჩელე-არენაზე" 6 სექტემბერს დამარცხდა ჩოხატაურის "ბახმაროსთან" 2:3 (სირაბიძე, ტროფიმოვი), ხოლო დღეს ზუგდიდში დაამარცხა "ოდიში"-1919 ანგარიშით 4:1, პირველ ტაიმში გაძევებული იქნა გეგი კეკუა, გოლები გაიტანეს ჩაჩხუნაშვილმა-2, ქუთელიამ და ჭკუასელმა. მორიგ ტურში ჩვენი გუნდი 19 სექტემბერს უმასპინძლებს ხულოს "ხიხანს".
19 წლამდელთა ჩემპიონატში უკვე სამი ტური მიილია, ჩვენმა შესაბამისი ასაკის გუნდმა (მთ.მწვრთნელი ა.კანტიძე, მწვრთნელი კ.ქაცარავა) წარმატებით დაიწყო ასპარეზობა, პირველ ტურში ქობულეთში დაამარცხა თერჯოლის "საპოვნელა" 4:0 (რუხაძე, ქუთელია, მიქაძე, შერვაშიძე), მეორე ტურში ფოთში ადგილობრივ კოლხეთთან ფრედ ითამაშა 2:2 (მიქაძე, ქუთელია), ხოლო მესამე ტურში შინ სძლია ს.კ."ზუგდიდს" 3:1 (შანთაძე, მიქაძე-2), მომდევნო მატჩს ჩვენი ცხრამეტწლამდელები ისევ ქობულეთში ჩაატარებენ ქუთაისის "ტორპედოსთან".
ჭაბუკთა ლიგაზეც სამი ტურია ჩატარებული, აქ როგორც იცით 15 წლამდელთა (მთ.მწვრთნელი გ.ყულეჯიშვილი, მწვრთნელი მ.გეთია) და 17 წლამდელთა (მთ.მწვრთნელი ა.გოგიტიძე, მწვრთნელი ი.გოგიჩაიშვილი) გუნდები თამაშობენ. პირველ ტურში ლანჩხუთში "გურიასთან" უმცროსი ასაკის გუნდმა გაიმარჯვა 2:0 (კრომლიდი, მკრტიჩიანი), ხოლო 17 წლამდელები დამარცხდნენ 1:2 (გობეჯიშვილი), მეორე ტურში ჩვენი გუნდები ისვენებდნენ, მესამეში კი ჩაისუბნის სტადიონ "ბაკურზე" უმასპინძლეს ზუგდიდელ თანატოლებს, 15 წლამდელებმა ისევ იმარჯვეს, ამჯერად 1:0 (ლორია), უფროსებმა კი მარცხი განიცადეს 0:2. მომდევნო ტურის მატჩები აქ გაიმართება 17 სექტემბერს და ჩვენი გუნდები ფოთში "კოლხეთთან" ითამაშებენ.
მომდევნო მატჩებზე ინფორმაციებს უფრო დეტალურად მოგაწვდით.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


