
ᲐᲭᲐᲠᲣᲚᲘ ᲓᲔᲠᲑᲘ ᲐᲜᲒᲘᲡᲐᲖᲔ
საინტერესო და დაძაბული გამოდგა დინამოსა და შუქურას მონაწილეობით გამართული აჭარული დერბი. მატჩი ბათუმში, ანგისას სპორტულ ბაზაზე გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრამ გულშემატკივარში დიდი ინტერესი გამოიწვია.…
საინტერესო და დაძაბული გამოდგა დინამოსა და შუქურას მონაწილეობით გამართული აჭარული დერბი. მატჩი ბათუმში, ანგისას სპორტულ ბაზაზე გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრამ გულშემატკივარში დიდი ინტერესი გამოიწვია. სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით გუნდებს სხვადასხვა მიზნები აქვთ, ჯერჯერობით ქობულეთელები აუტსაიდერის პოზიციაზე არიან და ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. გია გეგუჩაძეს და დინამოს კი რთქმაუნდა ელიტა დაბრუნება სურს, აქედან გამომდინარე არავის გაკვირვებია მასპინძელთა მიერ მატჩის 34-ე წუთზე გ11 მეტრიანით ატანილი გოლი. თამაშის წესები საჯარიმოში შუქურას მცველმა აგბრე დასემ ჯოვინოსთან ორთაბრძოლაში დაარღვია, პენალტი თავად დაზარალებულმა აქცია გოლად 1:0. მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ბათუმელები ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ შეძლეს, აი შუქურამ კი ქულის გადარჩენა მოახერხა, ეს დიდწილად შეცვლაზე შემოსული გიორგი ივანიაძის დამსახურება გახლავთ, რომელმაც ქობულეთელთა შეტევაში ახალი სისხლი შმეოიტანა და ანგარიშიც მანვე გაათანაბრა 77-ე წუთზე. დარცენილი წუთები დინამომ შეტევებში გაატარა, შუქურა კი კონტრეშეტევებით ცდილობდა მეტოქისთვის ეპასუხა, საბოლოო ჯამში გიორგი ვადაჭკორიას სასტევნმა ანგისაზე ფრე 1:1 დააფიქსირა, ბათუმელებმა საჭირო ქულები გაანიავეს, შუქურამ კი მე-6 ტურის შემდეგ, პირველად მოახერხა ერთი ქულის აღება.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


