
15 – 27 ᲘᲕᲚᲘᲡᲡ „ᲓᲘᲜᲐᲛᲝ“ ᲗᲣᲠᲥᲣᲚ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲐᲖᲔ ᲛᲘᲔᲛᲒᲖᲐᲕᲠᲔᲑᲐ
15 – 27 ივლისს, დინამო ბათუმი შეკრებას თურქეთში, ქალაქ ერზრუმში გაივლის. ბათუმელები შეკრებაზე 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 17 ივლისს დინამოელები თურქული სუპერლიგის ბინადარს, ანკარის გენჩლერბირლიგის…
15 – 27 ივლისს, დინამო ბათუმი შეკრებას თურქეთში, ქალაქ ერზრუმში გაივლის. ბათუმელები შეკრებაზე 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
17 ივლისს დინამოელები თურქული სუპერლიგის ბინადარს, ანკარის გენჩლერბირლიგის დაუპირისპირდებიან, 21 – 24 ივლისს კი თუქრქეთის პირველი ლიგის წარმომადგენელებს, გიოზტეპეს და სანლიურფასპორს შეხვდებიან. მეოთხე მეტოქის ვინაობა შეკრების მიმდინარეობისას გაირკვევა. დინამო შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ანატოლი ტიმოფეევი (უკრაინა), რომან ტაკიძე, ლევან შოვნაძე.
მცველები: არჩილ ტვილდიანი, ანზორ სუხიაშვილი, ნიკა მგელაძე, გელა გოგიტიძე, დათო კვირკველია, ბადრი ტეტუნაშვილი, ვაჟა ქორიძე, გიორგი ფოთელიძე.
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია, ვაკო თევდორაძე გიორგი ქავთარაძე, პაპუნა ფონიავა, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქუთელია, გეგი კეკუა, ბექა ვარშანიძე, ნიკა კვანტალიანი.
თავდამსხმელები: ელგუჯა ლობჯანიძე, ბექა ჭკუასელი, ბახტიარ გაბდოლინი (ყაზახეთი).

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


