
ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲐᲓ | ᲓᲘᲠᲙ ᲙᲐᲠᲚᲡᲝᲜᲘ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მცველი, დირკ კარლსონი, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი გუნდს ავსტრიული ზანქტ-პოლტენიდან შემოუერთდა. მხარეებს შორის…
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მცველი, დირკ კარლსონი, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი გუნდს ავსტრიული ზანქტ-პოლტენიდან შემოუერთდა.
მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ამასთან, კლუბი ინარჩუნებს უფლებას, ის დამატებით ერთი წლით გაახანგრძლივოს.
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:
„ბედნიერი ვარ დინამო ბათუმში გადმოსვლით, მე მაღალ მიზნებს ვისახავ - მინდა, გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო და ჩემი გამოცდილებით წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო.“ - დირკ კარლსონი.
რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას, იგი პროფესიული კარიერის საწყის წლებში ლუქსემბურგულ კლუბებში, რასინგსა და ტიტუს პეტანჟში ასპარეზობდა, სადაც მისი პროფესიული დებიუტი 2016 წელს შედგა. მას შემდეგ დირკ კარლსონმა არაერთი ევროპული გუნდის მაისური მოირგო - შვეიცარიული გრასჰოპერსის, გერმანული კარლსრუესა და აუეს, ნიდერლანდური ადო დენ ჰააგისა და ავსტრიული ზანქტ-პოლტენის. მან ჯამში 200-ზე მეტ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იგი დაცვის ხაზში უნივერსალურობით გამოირჩევა და ცენტრალურ მცველობასთან ერთად, მარცხენა მცველად თამაშიც შეუძლია.
განსაკუთრებით გამორჩეულია მისი სანაკრებო კარიერა. დირკ კარლსონი ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების გამოცდილი და მნიშვნელოვანი წევრია. მთავარ გუნდში მას 73-ზე მეტ შეხვედრაში აქვს მიღებული მონაწილეობა და წლების განმავლობაში მუდმივად იცავს თავისი ქვეყნის ღირსებას ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


