ᲡᲢᲐᲓᲘᲝᲜᲘ

ᲑᲐᲗᲣᲛᲘ ᲐᲠᲔᲜᲐ

ბათუმი არენა დინამო ბათუმისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე საშინაო სტადიონია, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სპორტულ და არქიტექტურულ სიმბოლოს წარმოადგენს. არენა UEFA-ს IV კატეგორიის მოთხოვნათა სრული დაცვითაა დაპროექტებული და აგებული.

ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ ᲓᲐ ᲐᲠᲥᲘᲢᲔᲥᲢᲣᲠᲐ

სტადიონის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდა. არქიტექტურული პროექტის ავტორი კომპანია Bahadir Kul Architects-ია, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კომპანია ანაგმა შეასრულა. მშენებლობის ჯამურმა ბიუჯეტმა 141 მილიონი ლარი შეადგინა.

სტადიონის დიზაინი შთაგონებულია ქართული ტრადიციული საბრძოლო ცეკვა ხორუმით. ფასადი მოწყობილია გერმანული კომპანია Verseidag-ის მიერ წარმოებული სპეციალური არქიტექტურული მემბრანით, რაც შენობას დინამიკურ და უნიკალურ იერსახეს სძენს.

პირველი ისტორიული მატჩი არენაზე 2020 წლის 21 ნოემბერს გაიმართა, სადაც ბათუმის დინამო გორის დილას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. ახალ სტადიონზე პირველი გოლის ავტორი გიორგი ნიქაბაძე გახდა.

რაც შეება პირველ მატჩს გულშემატკივართან ერთად, ასეთი შეხვედრა 2021 წლის 8 მაისს გაიმართა და ამჯერად ჩვენი მეტოქე დინამო თბილისი გახლდათ. გამარჯვება ამჯერადაც ბათუმელებს დარჩათ, იდენტური ანგარიშით 1-0, ერთადერთი გოლის ავტორი კი, ჯამბულ ჯიღაური გახდა.

ᲒᲐᲛᲝᲠᲩᲔᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ ᲐᲠᲔᲜᲐᲖᲔ

  • პირველი ევროპული საღამო ახალ სტადიონზე | დინამო ბათუმი VS ტრე პენე
    2021 წლის 15 ივლისს, უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმი არენამ ისტორიაში პირველ ევროპულ საფეხბურთო საღამოს უმასპინძლა. დინამო ბათუმმა სან-მარინოს ტრე პენე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა. გოლები სანოგომ (16'), მანჯგალაძემ (47') და ფლამარიონმა (50') გაიტანეს, რითაც გუნდმა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

  • ყველაზე უხვგოლიანი და დრამატული მატჩი | დინამო ბათუმი 4-4 სამგურალი
    ეროვნული ლიგის ეგიდით გამართული ეს შეხვედრა ნამდვილ საფეხბურთო თრილერად იქცა. ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა 8-გოლიანი სანახაობა და დასამახსოვრებელი ფრე, 4-4იხილა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრაში ბათუმელთა მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ (2x), ზურიკო დავითაშვილმა და ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანეს. სამივე მათგანს, ჩვენი კლუბის თანამედროვე ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს.

  • ისტორიული, პირველი ჩემპიონობა ახალ არენაზე
    პირველი ჩემპიონობა ისტორიაში, რომელიც ნანტრ ახალ სტადიონზე აღინიშნა! ეს იყო ტრიუმფალური ღამე, როდესაც ფეხბურთელების, კლუბის ხელმძღვანელობისა და ათიათასობით გულშემატკივრის ერთობლივმა სიხარულმა ბათუმი არენა ზეიმის ეპიცენტრად აქცია.

  • Black Sea Pirates-ის დაუვიწყარი პერფორმანსები
    ჩვენი სტადიონი წარმოუდგენელია უერთგულესი ფან-კლუბის, Black Sea Pirates-ის გარეშე. მათი შთამბეჭდავი ვიზუალური ქორეოგრაფია, სინქრონული შეძახილები და მატჩის პირველიდან ბოლო წუთამდე შექმნილი მხურვალე ატმოსფერო არენას ნამდვილ საფეხბურთო აქცევს.

ᲘᲜᲤᲠᲐᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ

  • ტევადობა: 20 000 მაყურებელი.
  • მინდვრის საფარი: უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც ბრიტანულ კომპანია Sispitches-თან თანამშრომლობით მოეწყო.
  • განათება: 192 Philips-ის სანათი 1500-ლუქსიანი სიმძლავრით, რაც სრულად აკმაყოფილებს UEFA-ს სტანდარტებს.
  • გახმოვანება: RCF-ის ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები HD ჟღერადობითა და მაღალი გარჩევადობით.
  • პარკინგი და დამატებითი სივრცეები: სტადიონის გარე ტერიტორიაზე განთავსებულია 1 200 ავტომობილზე გათვლილი ღია პარკინგი, სკვერები და სხვადასხვა კომერციული სივრცე.

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet